- დასახელება: "ამერიკული საშინელებათა ისტორიის" მესამე სეზონის ფინალმა ტელეარხ FX-ზე რეკორდი დაამყარა!
- კატეგორია: NEWS
- დამატებულია: 2014-02-06
- რეიტინგი: 0.0
'ამერიკული საშინელებათა ისტორიის' მესამე სეზონის ფინალურმა ეპიზოდმა, რომელიც
ტელეარხ FX-ზე ოთხშაბათს, 29 იანვარს გამოვიდა, 4,24 მილიონი მაყურებლის ყურადღება
მიიპყრო. როგორც გამომცემლობა The Hollywood Reporter იტყობინება, ეს საშინელებათა
ანტოლოგიის სამი სეზონის ფინალებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
შოუს მესამე სეზონი- 'Coven'- ფრენჩაიზიის ყველაზე რეიტინგული სეზონია. მის
პრემიერას , რომელიც 2013 წლის ოქტომბერში შედგა, 5,54 მილიონმა ადამიანმა უყურა. ეს
პირველი და მეორე სეზონის ანალოგიურ მაჩვენებლებზე მაღალია. 'Coven'-ზე უკეთესი მაჩვენებელი
ტელეარხ FX-ზე მხოლოდ 'ანარქიის შვილების' მეექვსე სეზონის პრემიერას ჰქონდა.
მესამე სეზონის მაყურებელთა საშუალო მაჩვენებელი 7,2 მილიონია, რომელთაგან
5,1 მილიონი 18 დან 49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. ამ გზით 'ამერიკული საშინელებათა
ისტორია' პოპულარობით მესამე ადგილს იკავებს ამ სეზონის საკაბელო მაუწყებლობათა შორის
და ჩამორჩება მხოლოდ 'მოსიარულე მკვდრებსა' და 'მძიმე დანაშაულს'.
სერიალის მეოთხე სეზონი, რომელიც 13 სერიისგან იქნება შემდგარი, ტელეარხ FX-ზე 2014 წელს გამოვა.
Всего комментариев: 0 | |