- დასახელება: რუმინეთში 'ნიმფომანიაკის' მეორე ნაწილს აკრძალვა მოუხსნეს
- კატეგორია: NEWS
- დამატებულია: 2014-02-06
- რეიტინგი: 0.0
რუმინეთის ხელისუფლებამ ლარს ფონ ტრიერის
'ნიმფომანიაკის'
მეორე
ნაწილის
კინოგაქირავებაში
ჩაშვებაზე
თანხმობა
განაცხადა.
აღნიშნულის
შესახებ
ინფორმაციას
ავრცლებს
რესურსი
The Hollywood Reporter. ფილმის პრემიერა 7 თებერვალს შედგება.
თავდაპირველად სპეციალურმა კომისიამ ფილმს '18 XXX' ცენზი დაადო,
რითიც
დანიელი
რეჟისორის
ნამუშევარი
პორნოგრაფიულ
პროდუქტს
გაუთანაბრდა
და
ამგვარად
მისი
ჩვენება
კინოთეატრებში
იკრძალებოდა.
თუმცა,
მხატვრული
სურათის
დისტრიბუტორებმა
მოითხოვეს
კომისიის
დასკვნის
გადახედვა,
რის
შემდეგაც
ფილმს
ახალი
ასაკობრივი
ცენზი
'18+' მიენიჭა.
პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ რუმინეთში ფილმის მეორე ნაწილის ჩვენება იკრძალებოდა 29 იანვარს გახდა ცნობილი. აკრძალვა მხოლოდ კინოთეატრის სეანსებზე ვრცელდებოდა და იგი არ ეხებოდა DVD გაქირავებას. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც ლარს ფონ ტრიერის ფილმის სრულ აკრძალვაზე მიდგა საქმე. სხვა ევროპულ ქვეყნებში ფილმს მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვის ცენზი უწესდებოდა. ამასთანავე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ფილმის შემქმენელებმა უფლება მისცეს ადგილობრივ დისტრიბუტორებს ცენზურა დაადონ ნებისმიერ სცენას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან
Всего комментариев: 0 | |